კლუბის წესდება და დებულებები
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება (შემდ. დებულება) განსაზღვრავს ,,ინგლისური ენის კლუბი"-ს მუშაობის ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ლიდერის, წევრების, უფლება-მოვალეობებს, ასევე კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.
მუხლი 2. ,,ინგლისური ენის კლუბის“ ფუნქციები:- არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
- ინგლსიურ ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარება;
- მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
მუხლი3. ,,ინგლისური ენის კლუბის“ წევრობა:
,კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს.
წევრობა არის ნებაყოფლობითი და იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა გაერთიანების წევრი.
კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია შეავასოს და ხელი მოაწეროს კლუბში გაწევრიანების განაცხადს.
მუხლი4. წევრთა უფლება-მოვალეობანი
,,ინგლისური ენის კლუბის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
ბ) შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამებში და ღონისძიებებში;
გ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ლიდერისაგან და წევრებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ;
დ) ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს;
კლუბის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
გ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.
მუხლი 5. კლუბის ლიდერი
კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და კლუბის ხელმძღვანელს;
კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე;
კლუბის ლიდერი:
ა) ასრულებს კლუბის მენტორის დამხმარე ფუნქციებს
გ) წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
ე) კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან აქტივობების ინიცირებას;
ვ) ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშებს;
ლ) ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების შემთხვევაში.
- არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
- ინგლსიურ ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარება;
- მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
No comments:
Post a Comment